ჩატარებული ღონისძიებები

18 ოქტომბრი 2026

  • მთაწმინდის არბენი 2026 წარმატებით დასრულდა

  • გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მსოფლიო თაუერრანინგის ასოციაციას (TWA) ჩვენი ღონისძიებისთვის საერთაშორისო ლიცენზიის მინიჭებისა და შეჯიბრის საერთაშორისო თაუერრანინგის სივრცეში გაშუქებისთვის.

  • წლევანდელმა შეჯიბრებამ კარგად დაგვანახა ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოში თაუერრანინგის განვითარებას აქვს. ამასთანავე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია, ქართველმა სპორტსმენებმა მეტი გამოცდილება მიიღონ მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრებებში.

  • ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამომავლო მიზანია საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ელიტური თაუერრანერების მოწვევა. მათი მონაწილეობა შეჯიბრებას კიდევ უფრო მაღალ სპორტულ დონეზე აიყვანს, გაზრდის მის საერთაშორისო მნიშვნელობას და ადგილობრივ სპორტსმენებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იასპარეზონ მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებთან და დააგროვონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

  • “მთაწმინდის არბენი 2026“ - ს TWA-მ მიანიჭა სარეიტინგო ქულა 60. ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქართველ სპორტსმენებს საქართველოში გამართული შეჯიბრების საშუალებით მსოფლიო თაუერრანინგის რეიტინგში მოხვედრის შესაძლებლობა მიეცეთ. ასევე, ქართველ სპორტსმენებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში.

  • მადლობა თბილისის მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ღონისძიების ამ მასშტაბით ჩატარებაში. ასევე მადლობას ვუხდით ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემას ღონისძიების პირდაპირ ეთერში გაშუქებისთვის.

  • ჩვენი მიზანი მხოლოდ შეჯიბრის ჩატარება არ არის. გვინდა, უფრო მეტ ადამიანს გავუჩინოთ ინტერესი კიბეზე სირბილისა და აქტიური ცხოვრების წესის მიმართ. თუნდაც ყოველდღიურად კიბით ასვლა კარგი შესაძლებლობაა ფიზიკური აქტივობის გასაზრდელად და მომავალი შედეგების გასაუმჯობესებლად.

  • აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ წელს გვყავდა 3 წლის მონაწილე რომელმაც მშობლების დახმარების გარეშე დაძლია შეჯიბრის მთლიანი გზა, შედეგით - 26:45,9 წუთი.

  • განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მონაწილეს, რომელმაც წელს მთაწმინდის გამოწვევა მიიღო! თქვენი ენერგია, მონდომება და ენთუზიაზმი ამ ღონისძიებას განსაკუთრებულს ხდის. არ აქვს მნიშვნელობა, საუკეთესო შედეგისთვის იბრძოდით თუ საკუთარ თავს უწევდით გამოწვევას, თითოეული თქვენგანის მონაწილეობამ თავისი წვლილი შეიტანა „მთაწმინდის არბენი 2026“-ის განსაკუთრებულ ატმოსფეროში. მომავალ წელს ისევ გელოდებით კიბეებზე!

  • ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ კიდევ უფრო ძლიერი შეჯიბრებები და უკეთესი შედეგები იქნება!

2024 წელი

 მორიგი ყოველწლიური ღონისძიება "მთაწმინდის არბენი" 600 საფეხურზე წარმატებით ჩტარდა. წელს 142 რეგისტრირებული მონაწილე გვყავდა, უხუცესი 71 წლის გახლდათ და პატარა 6 წლის. შეჯიბრის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 5:38 კაცებში და ქალებში - 7:31. მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა (14 C) შედეგები საკმაოდ კარგი იყო. დაჯილდოვება ჩატარდა როგორც აბსოლუტურ კატეგორიაში ისე ასაკობრივში.

2023 წელი

        ჩვენი ტრადიციული ღონისძიება მთაწმინდის 600 საფეხურის სწრაფად არბენში წარმატებით დასრულდა. შეჯიბრი წარიმართა პოზიტიურ ტალღაზე, ჰაერის ტემპერატურაც იყო იდეალური. 20℃. შეჯიბრში მონაწილეობდნენ როგორც საქა-რთველოს ასევე უცხო ქვეყნის 60 მდე სპორტსმენი. უმცროსი მონაწილე გახლდათ 5 წლის და ასაკოვანი 86 წლის, რაც კიდევ უფრო ახალისებდა გარემოს. მადლობა "სამთო სირბილის ფედერაციას" თანადგომისთვის, უზუსტესი შედეგების დაფიქ-სირებისათვის, ასევე მთაწმინდის პარკს მასპინძ-ლობისთვის და ყველას, ვინც შეჯიბრის ორგანი-ზებას ხელი შეუწყო და რაც მთავარია მადლობა შეჯიბრის მონაწილეებს, ვფიქრობ ყველამ ერთად შევქმენით კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე.

                                              ყოველთვის ზევით

2019 წელი. საქართველოს პირველობა სკოლის მოსწავლეებს შორის.

ვაკის პარკის 300 საფეხური.

2019 წელი

2018 წელი

2018 წლის 7 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს თაუერრანინგის ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა რიგით მეორე ღონისძიება მთაწმინდის 600 საფეხურიან ნაგებობაზე, კაცებს შორის გაიმარჯვა - გიორგი შეკრელიძემ შედეგით / 06:01.61 /- წუთი. ხოლო ქალებს შორის - გაიანე უსტიანემ - / 8:56.44 /.

რეკორდი რომელიც დაამყრდა 2017 წელს გიორგი ჩენგელიას (ნადარაია) მიერ - /5:53.89 / წუთი, კვლავ მოუხსნელია. ქალებს შორის რეკორდი კი კვლავ ნინო მელიქიძეს ეკუთვნის - / 7:13.96 /.

2017 წელი / მთაწმინდის 600 კიბე

2017 წლის 9 ივლისს, დილის 11 საათზე გამართა შეჯიბრი საქართველოს მასშტაბით, ფუნიკულიორის 600 საფეხურიანი ნაგებობის სწაფად დაძლევაში. მაძილი შეადგენდა 700 მეტრს. ღონისძიება ჩატარდა საართველოს თაუერრანინგის ფედერაციის ორგანიზებით და მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის „გიორგი“ მხარდაჭერით. ასპარეზობის სტარტი იყო მამა დავითის ეკლესიასთან, ხოლო ფინიში ფუნიკულიორის პარკის შესასვლელთან. მონაწილეობას იღებდა 40-მდე სპორტსმენი.

საპრიზო კატეგორიაში გასულ სპორტსმენებს გაუმასპინძლდა Ronnys's პიცერია, უგემრიელესი პიცებით.

გამარჯვებული სამეული

გოგონები

  1. მარიამ მაისურაძე - 209 სკოლა- 01:18.2

  2. თაკო ბაგაშვილი- 138 სკოლა -01:28.2

  3. ნანუკა კეკიშვილი- 180 სკოლა- 01:28.8

ბიჭები

  1. გიორგი წიკლაური- 87 სკოლა- 00:53.5

  2. გიორგი კვარაცხელია -156 სკოლა- 00:54.3

  3. ბესარიონ ლორია- 18 სკოლა- 00:56.4

შეჯიბრი მოსწავლეებს შორის

2017 წლის 3 ივნისს საქართველოს თაუერრანინგის ფედერაციამ, საქართველოს ეროვნული სასკოლო სპორტის ფედერაციისა და მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის „გიორგი“-ს მხარდაჭერით ჩაატარა შეჯიბრი თბილისის მასშტაბით ვაკის პარკში 300 საფეხურიანი კიბის არბენში, სახელწოდებით „ვერტიკალური სპრინტი“. კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საჯარო და კერძო სკოლებიდან.

2017 წელი / ვაკის პარკი

პირველი საპილოტე შეჯიბრი თაუერრანინგის ფედერაციის ორგანიზებით. გაიმართა 27 ნოემბერს კვირას, ვაკის პარკის 300 საფეხურზე. ჰაერის ტემპერატურა +3. მონაწილეობა მიიღო 18 წლამდე მოსწავლეებმა თბილისი სხვადასხვა სკოლებიდან

2016 წელი / ვაკის პარკი

გოგონები

162-ე სკოლა - მარიამ ბეჟაშვილი. შედეგით-(2:02)

203-ე სკოლა- სალომე კურკუმული (2:24)

203-ე სკოლა- ლილე ტერტერაშვილი (3:12)

ვაჟები

61-ე სკოლა- ვაჟა ჯოხიძე (1:08)

61-ე სკოლა- აჩი ავთანდილაშვილი (1:14)

203 სკოლა-მათე ტერტერაშვილი (1:34