ვერტიკალური მარათონი 2019

2019 წლის 2 ივნისს  საქართველოს თაუერრანინგის ფედერაცია, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურთა ხელშემწყობი კავშირის „გიორგი“-ს მხარდაჭერით  ჩატარდა რიგით მესამე არბენი ვაკის პარკის 300 საფეხურიან კიბეზე. შეჯიბრი გაიმართა თბილისის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებს შორის. 

შედეგები

მთაწმინდის სპორტული არბენი 2018

2018 წლის 7 ივლისს 11:00 საათზე თაუერრანინგის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს რიგით მეორე ჩემპიონატი მთაწმინდის 600 საფეხურიან ნაგებობაზე წარმატებით ჩატარდა,  კაცებს შორის გაიმარჯვა – გიორგი შეკრელიძემ შედეგით   / 06:01.61 /- წუთი. ხოლო ქალებს შორის – გაიანე უსტიანემ – / 8:56.44 /.

შედეგები

მთაწმინდის სპორტული არბენი 2017

მთაწმინდის სპორტული არბენი რომელიც 2004 წელს დაარსდა, ათწლიანი შესვენების შემდეგ ისევ განახლდა. 2017 წლის 9 ივლისს, დილის 11 საათზე გამართა შეჯიბრი საქართველოს მასშტაბით, ფუნიკულიორის 600 საფეხურიანი ნაგებობის სწაფად დაძლევაში. ღონისძიება ჩატარდა საართველოს თაუერრანინგის ფედერაციის ორგანიზებით და მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის „გიორგი“ მხარდაჭერით.

შედეგები

„ვერტიკალური მარათონი 2017“

2017 წლის 3 ივნისის, რიგით მეორე შეჯიბრი თბილისის  ვაკის პარკის 300 საფეხურიან ნაგებობაზე, სახელწოდებით – „ვერტიკალური სპრინტი“ წარმატებით ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ფედერაციისა და მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის „გიორგი“ მხარდაჭერით. 

შედეგები

ვაკის ესტაფეტა

2017 წლის 6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება ვაკის პარკში, სადაც 30- მდე სკოლა შეეჯიბრა ერთმანეთს 250 საფეხურიანი კიბის არბენაში ესტაფეტის სახით.

შედეგები

ვაკის პარკი I

2016 წლის 27 ნოემბერს ვაკის პარკის 300 საფეხურიან ნაგებობაზე ჩატარდა შეჯიბრი 2001-2003 წელს დაბადებულ სკლის მოსწავლეებს შორის სადაც პირველი ადგილი გოგონებში დაიკავა 162-ე სკოლის მოსწავლემ-მარიამ ბეჟაშვილმა-2:02 და ბიჭებში 61-ე სკოლის მოსწავლემ- ვაჟა ჯოხიძემ-1:08

შედეგები